კალათბურთი

15:03 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონაში ევროლიგის წილისყრა გაიმართა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროლიგის 2014-15 წლების გათამაშების წილისყრა შედგა. ტურნირის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ტრადიციულად 24 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი, ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო კი ტოპ-16-ში თამაშის უფლებას მიიღებს.

A ჯგუფი: რეალი (ესპანეთი), ანადოლუ ეფესი (თურქეთი), ჟალგირისი (ლიტვა), ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), დინამო სასარი (იტალია), კვალიფიკაციის გაამარჯვებული.

B ჯგუფი: ცსკა (რუსეთი), მაკაბი თ-ა (ისრაელი), უნიკახა (ესპანეთი), ალბა (გერმანია), ცედევიტა (ხორვატია), ლიმოჟი (საფრანგეთი).

C ჯგუფი: ბარსელონა (ესპანეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ემპორიო არმანი (იტალია), ბაიერნი (გერმანია), ტუროვი (პოლონეთი).

D ჯგუფი: ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ვალენსია (ესპანეთი), ლაბორალ კუჩა (ესპანეთი), გალათასარაი (თურქეთი), ცრვენა ზვეზდა (თურქეთი), ნეპტუნასი (ლიტვა).

საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ასე დაწყვილდნენ. 1. უნიქსი (რუსეთი) – ჟიელონა გორა (პოლონეთი), 2. ჰაპოელი იერუსალიმი (ისრაელი) – ნიმბურკი (ჩეხეთი), 3. ვილერბანი (საფრანგეთი) – ოსტენდე (ბელგია), 4. ვეფ (ლატვია) – სტრასბურგი (საფრანგეთი).

ცნობილია ისიც, რომ ნახევარფინალებში პირველი წყვილის გამარჯვებული მეორეს მოგებულს შეხვდება, მესამესი კი – მეოთხეს. საკვალიფიკაციო ტურნირს 23-26 სექტემბერს ბელგიური ოსტენდე უმასპინძლებს.

ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 16 ოქტომბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარდება და 8 უიღბლო ევროთასის გათამაშებაში გადაინაცვლებს, ტოპ-16-ში გასულნი კი მე-2 რაუნდის მატჩებს მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან მომავალი წლის 10 აპრილამდე გამართავენ.

პლეი-ოფში რვაგუნდიანი ჯგუფებიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გააღწევს, რომლებიც სამ მოგებამდე ითამაშებენ 14-დან 28 აპრილამდე. “ოთხთა ფინალის” მონაწილეები კი უძლიერესის გამოსავლენად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 14-17 მაისს შეიკრიბებიან.

თეგებიევროლიგა
0.115597