ჩოგბურთი

20:00 | 22.04.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ბარსელონაში ერნესტს გულბისმა რადეკ შტეპანეკს სძლია

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში მსოფლიო რეიტინგის 53-ე ჩოგანმა ერნესტს გულბისმა ორ სეტში ვეტერან ჩეხ რადეკ შტეპანეკს სძლია (7:6, 6:2) და მეორე რაუნდის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 1 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ლატვიელმა მეტოქის 5 მოწოდების აღება შესძლო, საკუთარი კი მხოლოდ სამჯერ დათმო. ერნესტსის ანგარიშზე 1 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა გახლდათ, რადეკმა კი თავი 2 ეისით გამოიჩინა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 3:0 გახდა გულბისის სასარგებლოდ. ტურნირის მეორე წრეში მისი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:19 | 28.07.2015
ogafa (10230)

უნდა გავიდეთ

17:30 | 27.07.2015
berodaviti (4285)

ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...

16:51 | 27.07.2015
echviani (1657)

ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.

15:33 | 27.07.2015
stoikovich (5984)

დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.

15:33 | 27.07.2015
BEERTRANCE (97819)

მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD

15:23 | 27.07.2015
nick_name (254)

რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064819
სარეკლამო ადგილი - 99
X x X