ფეხბურთი

14:15 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ხავი მარტინესი სურს

კატალონიის “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნისგან” ხავი მარტინესის შეძენას ეცდება. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.

კატალონიელები ხავი მარტინესის შეძენას მაშინაც ცდილობდნენ, როცა ნახევარმცველი “ბილბაოს” ღირსებას იცავდა. როგორც ირკვევა, “ბარსელონა” შუახაზელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდის.

თავის მხრივ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. მთავარია, კლუბები ფინანსურ დეტალებზე მორიგდნენ.

 

0.116297