“ვალენსიადან” ჟერემი მატიეს ყიდვის შემდეგ, “ბარსელონა” კიდევ ერთი მცველის დამატებას გეგმავს. ამჯერად, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველი – ტომას ვერმაელენია.
როგორც El Mundo Deportivo იუწყება, “ბარსელონა” ბელგიელი მცველის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და უახლოეს მომავალში, “არსენალს” კონკრეტული წინადადებითაც მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს “პსჟ”-დან მარკინიოსის შეძენაც სურდათ, მაგრამ პარიზელებს ახალგაზრდა ბრაზილიელის გაყიდვა არ უნდათ.
ლევან გოგოტიშვილი