ფეხბურთი

19:54 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ტერ შტეგენი დაუბრუნდა

“ბარსელონას” პირველი ნომერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სათამაშოდ მზადაა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიკოსებმა ახალგაზრდა გერმანელ კიპერს თამაშის უფლება მისცეს.

ტერ შტეგენი, რომელიც “ბარსელონას” გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. ამის მიზეზი ზურგის ტრავმა იყო. “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება სრულად მოირჩინა და თამაშის ნებართვაც მიიღო.

ტერ შტეგენის დაბრუნების პარალელიურად, ლუის ენრიკეს გუნდს ხორდი მასიპი გამოაკლდა. 25 წლის მეკარემ ხელის თითი მოიტეხა და მას ერთი თვის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს.

0.123759