ფეხბურთი

1:43 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

 

ესპანურმა “ბარსელონამ” ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ თანამდებობა დატოვა, 2016 წლამდე კი მის მოვალეობას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ შეასრულებს.

ბარტომეუ ხელმძღვანელი მანამდე იქნება, სანამ გასული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულ როსელის უფლებამოსილებები არ გაუვა. ამ უკანასკნელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს აცნობა.

შეგახსენებთ, რომ როსელის ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერის დროს 40 მილიონი ევროს მითვისება ბრალდება.

0.115151