ფეხბურთი

10:58 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ჟორდი ალბა უბრუნდება

კატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებული მარცხენაფლანგელი ჟორდი ალბა მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. Football Espana-ს ცნობით, 24 წლის მცველი უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

დიდი ალბათობით, ალბა კატალონიელებს გლაზგოს “სელტიკთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში დაუბრუნდება. შოტლანდიელებთან შეხვედრას “ბარსას” მარცხენაფლანგელი ადრიანო კორეია დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და ალბასთვის გზა ხსნილია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ბარძაყის ტრავმა სექტემბერში მიიღო, შემდეგ კი, დაზიანება გაუმიზეზდა და ლაზარეთში მოსალოდნელზე მეტ ხანს დარჩენა მოუწია.

 

თეგებიჟორდი ალბა
0.135165