ფეხბურთი

16:02 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” 17 საკუთარი აღზრდილი მოთამაშე ჰყავს

კატალონიური “ბარსელონას” განაცხადში მყოფი 25 ფეხბურთელიდან 17-ს, კლუბის აკადემია აქვს გავლილი, წერია ესპანეთის ჩემპიონის ოფიციალურ საიტზე.

სერხი რობერტო, ოლასაბალ ოიერი, კრისტიან ტელო და ისააკ კუენკა ის მოთამაშეები არიან, რომლებიც “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლიდან პირველ გუნდში ახლახანს დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ძირითად გუნდში საკუთარი სკოლის აღზრდილ ფეხბურთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და წლეულს ყველაზე მაღალ, 68 პროცენტიან მაჩვენებელს უწია. 2008/2009 წლების სეზონში, ეს მაჩვენებელი 46 პროცენტი იყო (11 ფეხბურთელი 24-იდან) და ის ყოველი მომდევნო სეზონისას იზრდებოდა.


 

0.113015