ფეხბურთი

3:45 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას“ 10 კაციც ეყო

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონი ჩინებულად დაიწყო. ხავიერ მასკერანოს გაძევებას თუ არ ჩავთვლით, „ლურჯ-ბროწეულისფერთათვის“ „ელჩესთან“ მატჩი იდეალურად წარიმართა.

პირველი ტაიმის მიწურულს, კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ახალი სეზონის პირველი გოლი მიითვალა. ორიოდ წუთში, ხავიერ მასკერანომ სტუმართა ფორვარდი ფერან კორომინასი წააქცია და „ბოლო იმედის“ ჯარიმისთვის, მსაჯმა არგენტინელს წითელი ბარათი აუფრიალა.

კატალონიელთა შემადგენლობაში სიახლეა - ლუის ენრიკე „ლა მასიას“ აღზრდილ მუნირ ელ ჰადადის ენდო და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ახალგაზრდა შემტევმა დამრიგებელს იმედები გაუმართლა და 46-ე წუთზე, ივან რაკიტიჩის ბრწყინვალე გადაცემა გოლით დააგვირგვინა. ბარსელონელებს კაცნაკლულობა არ ეტყობოდათ და ჩვეული სილაღით თამაშობდნენ. 63-ე წუთზე, ლეო მესი კიდევ ერთხელ გააქტიურდა „ელჩეს“ საჯარიმოში და დუბლი გაიფორმა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.

პირველი ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი ანდალუსიის მხარეში შედგა, სადაც „სევილიამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა. პირველი ტაიმის მიწურულს, „ღამურების“ მეკარემ ალეიქს ვიდალს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო, მაგრამ დამატებულ ბურთთან ვეღარაფერი გააწყო და ანგარიშიც გაიხსნა. სევილიელებმა ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მატჩის მიწურულს, „ვალენსია“ მეტად გააქტიურდა, რამაც შედეგიც მოიტანა - შეცვლაზე შესულმა მცველმა ლუკას ორბანმა სტუმრებს ქულა გადაურჩინა - 1:1.

„მალაგამ“ „ბილბაო“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. ანდალუსიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ქულები გაცვალეს „ალმერიამ“ და „ესპანიოლმა“, რომელბმაც ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს - 1:1.

 

 

მალაგა - ბილბაო 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლუის ალბერტო (35)

გაფრთხილებები: კამაჩო (67), გარსია (88), ჰორტა (90) - მორენო (35), გურპეგი (39), ილაპორტე (69)

გაძევებები: დუდა (88), ანტუნესი (90)

 

გრანადა - დეპორტივო 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კავალიერო (20), 1:1 როჩინა (55), 2:1 ბაბინი (77)

გაფრთხილებები: ელ არაბი (67) - ლუიზინიო (41), ლოპო (57), როდრიგესი (77)

 

სევილია - ვალენსია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პარეუ (44), 1:1 ორბანი (88)

გაფრთხილებები: პარეუ (68), კოკე (90), სარისო (90) - პარეხო (40), კარეირა (73)

 

ალმერია - ესპანიოლი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სორიანო (52), 1:1 გარსია (90)

გაფრთხილებები: ტრუხილიო (17), ვერსა (50), ტომასი (88) - არბილა (17), გარსია (65), მატა (90)

 

ეიბარი - სოსიედადი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლარა (45)

გაფრთხილებები: არუაბარენა (52), ერასტი (60), ნავასი (89), გარსია (90) - ბერჩიჩე (68)

 

ბარსელონა - ელჩე 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მესი (42), 2:0 ელ ჰადადი (46), 3:0 მესი (64)

გაფრთხილება: პასალიჩი (55)

გაძევება: მასკერანო (44)

 

ლევანტე - ვილიარეალი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 უჩე (56), 0:2 ჩერიშევი (85)

გაფრთხილებები: ლოპესი (84) - კოსტა (48), უჩე (52), დოს სანტოსი (74)

0.160325