კალათბურთი

1:20 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ტოპ-16-ში პირველად წააგო

ესპანურმა “ბარსელონამ”, რომელსაც ევროლიგის ტოპ-16-ში ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული, პირველი მარცხი განიცადა. თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც. იტალიურ “ემპორიო არმანისთან” გასვლით შეხვედრაში კატალონიელები 63:91 განადგურდნენ.

მილანელებმა 28-ქულიან გამარჯვებას საფუძველი მე-3 მეოთხედში ჩაუყარეს, რომელშიც სტუმრებს 26:6 სძლიეს. მათ რიგებში საუკეთესო ალესანდრო ჯენტილე გახლდათ 24 ქულით, ბარსელონელებს კი ხუან კარლოს ნავაროს არყოფნაში, 14 ქულით, ალეხანდრო აბრინესმა ულიდერა.

მოედანზე 11:08 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ჯეიკობ პულენმა. ამერიკელმა უკანახაზელმა 2 ქულა და 2 პასი მოაგროვა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.

მიუხედავად მარცხისა, “ბარსამ” E ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა, “ემპორიო არმანიმ” კი 10 მოგება მოაგროვა. ორივე გუნდს პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს. ტოპ-16-ის მე-13 ტურის დანარჩენი მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება.

0.114015