კატალონიური “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს და მინიმუმ ორი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს.
Sport.es-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ცოტა ხნის წინ მარკ ბარტრასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობა მისი სრულფასოვანი შემცვლელის ძიებაშია.
კატალონიელები მზად არიან, გამოცდილი და საიმედო ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევრო გადაიხადონ და ვარიანტად ტიაგო სილვას შეძენას განიხილავენ. გარდა ამისა, ისინი ახალგაზრდა, სამომავლო პერსპექტივაზე გათვლილი მოთამაშისთვის, მაგალითად მანგალიას სანაცვლოდ, 20 მილიონ ევრომდე გაიღებენ.
“ბარსელონას” სასურველ ფეხბურთელთა გაფართოებული სია ასე გამოიყურება: დავიდ ლუისი (“ჩელსი”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), დანიელ აგერი (“ლივერპული”), ფედერიკო ფასიო (“სევილია”), ტომას ვერმალენი (“არსენალი”), იან ვერტოგენი (“ტოტენჰემი”), მარკინოსი (პსჟ), ინიოგი მარტინესი (“რეალ სოსიედადი”), ედერ ბალანტა (“რივერ პლეიტი”), მატეო მუსაკიო (“ვილიარეალი”) და ალექსანდრ დრაგოვიჩი (“დინამო”, კიევი).