ფეხბურთი

15:02 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” სანჩესი გააძვირა

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის გამო, კატალონიის “ბარსელონამ” ჩილელი ალექსის სანჩესის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიელები თავდამსხმელს 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

ლონდონის “არსენალი” 25 წლის ჩილელში 35 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ “ბარსელონა” უარზეა. შესაძლოა, კატალონიელებმა სანჩესი “ლივერპულელი” ლუის სუარესის ტრანსფერში ჩართონ.

აღსანიშნავია, რომ თავად სანჩესს “კამპ ნოუზე” დარჩენა და ლუის ენრიკეს გუნდში თამაში სურს.

 

0.120226