“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, “ნაპოლის” მეკარე ხოსე რეინას ტრანსფერზე აღარ იმუშავოს. ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს. შარშან რეინა ვიქტორ ვალდესის ერთ-ერთ უმთავრეს მემკვიდრედ სახელდებოდა.
ამავე გამოცემის ცნობით, კატალონიელები ამ ეტაპზე ოთხ კანდიდატურას განიხილავენ: ფრანსისკო კასილიას (“ესპანიოლი”), მიგელ მოიას (“ხეტაფე”), დიეგო ალვესსა (“ვალენსია”) და კლაუდიო ბრავოს (“რეალ სოსიედადი”).