ფეხბურთი

14:53 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” რაკიტიჩი წარადგინა

 

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული ივან რაკიტიჩი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ კატალონიელთა ოფიციალური საიტი იუწყება.

“ბარსელონაში” ვინმეს შესაცვლელად არ მოვსულვარ. ვაპირებ გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე და ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევაში დავეხმარო. რაც შეეხება “სევილიას”, ეს გუნდი ყოველთვის მეყვარება. კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე, კარიერაში ახალი ნაბიჯი გადამედგა. ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა”, - განაცხადა ხორვატმა.

შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩის სანაცვლოდ, “ბარსელონამ” “სევილიას” 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

0.110848