კატალონური “ბარსელონას” ხელმძღვანელობა, სეზონთაშორის შესვენებისას, წლეულს ივლის-აგვისტოში ამხანაგური მატჩების რუსეთში, ან ინდოეთში გამართვის შესაძლებლობას განიხილავს.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, ამით ესპანური გრანდის წარმომადგენლებს სურთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მათი ბრენდის ცნობადობა ჯერ სათანადოდ ამაღლებული არაა, კლუბის გულშემატკივრები მოამრავლონ.
ზემოთნახსენები ორი ვარიანტიდან უწინარესად რუსეთში გამგზავრება განიხილება, სადაც “ბარსელონა” ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბთან თამაშის პარალელურად, რუსულ კომპანიებთან სასპონსორო ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობასაც განიხილავს. ამის შემდეგ კატალონელები ინდოეთში გამგზავრებაზე ფიქრობენ, თუმცა, 6-7 საათიანი ფრენა, შესაძლოა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდეს.







