“ბარსელონას” პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომეუს განცხადებით, გუნდის მეკარეს ვიქტორ ვალდესს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, შეუძლია ხელშეკრულების გახანგრძლივების იმედი ჰქონდეს თუ ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ მოძებნის.
ვალდესს ზაფხულში კლუბის შეცვლა სურდა, მაგრამ “სელტასთან” მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.
“ჩვენ მას ვუთხარით, რომ მშვიდად წარმართოს გამოჯანმრთელების პროცესი. მისთვის კლუბის კარი ყოველთვის ღიაა. ჯერ არ ვიცით, ის რომელიმე კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს თუ არა” – თქვა ბარტომეუმ.
32 წლის ვალდესი “ბარსელონაში” 2002 წლიდან გამოდის და 536 მატჩი ჩაატარა.