კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ფეხბურთელების გაყიდვით 80 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელები აღებულ თანხას 50-60 მილიონ ევროს დაამატებენ და შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებენ.
“კამპ ნოუს” დატოვების მთავარი კანდიდატები არიან დანიელ ალვესი, ხავიერ მასკერანო, სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი. შესაძლოა, “ბარსელონას” ახალწვეულები გახდნენ მარკინიოსი (პსჟ), მეჰდი ბენატია (“რომა”), ფერნანდო ლიორენტე (“იუვენტუსი”) და კოკე (“ატლეტიკო”).
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” კონტრაქტები უკვე გაუფორმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ნახევარმცველ ალენ ჰალილოვიჩს.