კატალონიურმა “ბარსელონამ” მიონხენგლადბახის “ბორუსიას” გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. როგორც ესპანური Sport.es იტყობინება, 21 წლის გერმანელი ფეხბურთელი ბარსელონელებთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“ბარსელონა” ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც “ბორუსიასთან” გარიგების ყველა დეტალს შეათანხმებს, კლუბის ძირითადი მეკარე ვიკტორ ვალდესი კი ახალ კლუბს მოსძებნის.
წინასწარი ვარაუდით, “ბარსას” ტერ შტეგენის ტრანსფერი დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.