“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ახალ მეკარესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. კატალონიური კლუბი მიონხენგლადბახის “ბორუსიასგან” მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეიძენს.
მხარეები 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. “ბორუსია” კი ტრანსფერის სანაცვლოდ 11-12 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონა” ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც გუნდის ამჟამინდელი მეკარე ვიქტორ ვალდესი თავისი მომავალი კლუბის სახელს იტყვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ