კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში “დორტმუნდის” ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისია. Esport3-ის ცნობით, “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გერმანელის აგენტ ფოლკერ შტრუტს შეხვდა და ტრანსფერზე ესაუბრა.
როისს დორტმუნდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მაგრამ 2015 წელს, გააქტიურდება პუნქტი, რომლის ძალითაც, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს შეეძლება გერმანელის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ როისის ხილვით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალიც” არიან დაინტერესებულნი.