ფეხბურთი

13:18 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” რაკიტიჩის ტრანსფერზე მუშაობს

 

კატალონიის “ბარსელონა” “სევილიას” ნახევარმცველის – ივან რაკიტიჩის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. კატალონიური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” 26 წლის ხორვატის გადაბირებას უახლოეს სატრანსფერო სეზონში ეცდება.

თავის მხრივ, “სევილიას” ერთ-ერთი ლიდერის დათმობა არ სურს. ხორვატს ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, მაგრამ მოქმედი ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის ძალით, თუკი ხორვატით რომელიმე გრანდი დაინტერესდება, მისი გამოსყიდვა 20-25 მილიონ ევროდ შეეძლება.

0.113973