ფეხბურთი

17:18 | 8.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

"ბარსელონა" პედროს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პედრო როდრიგესი, უახლოეს მომავალში კატალონიის "ბარსელონასგან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთავაზებას მიიღებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" 27-წლის ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს და პედროს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ წლამდე გაახანგრძლივებს ფეხბურთელი კატალონიელებთან თანამშრომლობას.

პედრო როდრიგესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.075884