მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ერთბაშად 2 მეკარის გადაბირება მოუწევს. Marca-ს ცნობით, “კამპ ნოუდან” ვიქტორ ვალდესისა და ხოსე მანუელ პინტოს წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
საქმე ისაა, რომ ორივე მათგანს კლუბთან კონტრაქტები ეწურებათ. ვალდესმა წასვლა თავად გადაწყვიტა, პინტოს შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა – კატალონიელები ვეტერან მეკარეს ახალ ხელშეკრულებას აღარ სთავაზობენ.
ცნობისათვის, “ბარსელონას” სახელს უკავშირებენ ტიბო კურტუასა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს.