ფეხბურთი

20:41 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მილანში – ჩავისთან ერთად, ვილიასა და ადრიანოს გარეშე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “მილანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში, “ბარსელონას” დავიდ ვილია და ადრიანო ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ, გუნდს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი ჩავი ერნანდესი.

“ვალენსიასთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, “ბარსას” ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა “ხეტაფესა” და “გრანადას” წინააღმდეგ ვერ ითამაშა. კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის შუახაზელი გამოჯანრთელდა და ის მილანში გუნდთან ერთად მიემგზავრება.

გუნდს კვლავ ვერ ეხმარება დავიდ ვილია, რომელსაც თირკმლის ტკივილები აწუხებს და უკვე ერთი კვირაა ვერ ვარჯიშობს.

ვილიას გარდა, განაცხადს მიღმა დარჩა ადრიანო კორეია, რომელმაც მცირე ტრავმა ლა ლიგის გასულ ტურში, “გრანადასთან” გამართულ მატჩში მიიღო.

“მილანთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:

ვალდესი, პინტო, ოიერი, ალვესი, პიკე, პუიოლი, მასკერანო, ბარტრა, ალბა, მონტოია, სონგი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, ტელიო, სანჩესი, მესი, პედრო.

0.112701