ფეხბურთი

13:33 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მეკარეზე თებერვალ-მარტში ამუშავდება

“ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბართომეუმ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

“მთავარ მწვრთნელად ხერარდო მარტინოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: გადაწყდა, ახალი ცენტრალური მცველი არ გვეყიდა და კარლეს პუიოლის გამოჯანმრთელებას დავლოდებოდით. რაც შეეხება მეკარის საკითხს, მხოლოდ ერთი გოლკიპერის შეძენას ვგეგმავთ, რადგან გვყავს პინტო და ოიერი. ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ მოლაპარაკებას არავისთან ვაწარმოებთ. სავარაუდოდ საქმეს თებერვალ-მარტიდან შევუდგებით” – განაცხადა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ძირითადი მეკარე ვიქტორ ვალდესი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. კონტრაქტი პინტოსაც 2014 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ მისი შესაძლო წასვლის შესახებ არავინ საუბრობს.

0.108471