ფეხბურთი

20:12 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მატიპს აკვირდება

გელზენკირხენის “შალკეს” კამერუნელმა მცველმა ჟოელ მატიპმა კატალონური “ბარსელონას” ყურადღება მიიპყრო.

AS-ის ცნობით, კატალონელები სატრანსფერო ბაზარზე დაცვის ხაზის გასაძლიერებლად აპირებენ მუშაობას და ესპანეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 22 წლის მატიპია.

წყარო იმასაც იუწყება, რომ “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი კამერუნელს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ჯერ არ განიხილავს და აქცენტს სამომავლო პერსპექტივაზე აკეთებს. ხერარდო მარტინო დარწმუნებულია, რომ ჟოელს მომავალში დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მატიპს “შალკესთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევროა. მიუხედავად ამისა, კატალონელები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ეს თანხა შემცირდება. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მატიპმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

0.134225