ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის "ბარსელონა" "ვალენსიის" მცველ ჟერემი მატიეს შეძენასთან ახლოსაა. 30 წლის ფეხბურთელი ახალი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში შედის.
კატალონელები ფრანგი ფეხბურთელისადმი ინტერესს დიდი ხანია იჩენენ. თავდაპირველად "ბარსელონა" მზად იყო მატიეში 15 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა "ვალენსია" ფეხბურთელის გაყიდვას 20 მილიონზე ნაკლებად არ აპირებდა. ამ ეტაპზე კი უცნობია თუ რამდენის გაღებას აპირებს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა.
პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჯერემი მატიემ 32 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი ბალახაძე