კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის – ხუან მატას შეძენით დაინტერესდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ნახევარმცველის ტრანსფერის ინიციატორი კატალონიელთა ახლადდანიშნული თავკაცი ლუის ენრიკეა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” მატას ტრანსფერით დიდი ხანია დაინტერესებულია. “ბლაუგრანა” ესპანელის შეძენას 2010 წელსაც ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელი “ვალენსიადან” ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.
არაა გამორიცხული, მატას გაყიდვა თავად “მანჩესტერმაც” მოისურვოს. შედის თუ არა ესპანელი ლუის ვან გაალის გეგმებში, გაურკვეველია.