კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის – ხერარდო მარტინოს მუშაობის კმაყოფილია და მზადაა, არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ Marca იუწყება.
“ძალიან გაგვიხარდება, თუ მარტინო ჩვენთან 2016 წლამდე დარჩება”, - განაცხად “ბლაუგრანას” ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ.
მარტინოს კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს. “ბარსელონას” ხელშეკრულების წელიწადით გახანგრძლივება სურს.