კატალონიის “ბარსელონა” “პორტუს” მცველის – ელიაკიმ მანგალას შეძენას აღარ ცდილობს. პორტუგალიური მედიის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა დააფრთხო.
როგორც ირკვევა, “დრაკონებმა” ფრანგი უკანახაზელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მოითხოვეს. ბარსელონელები მანგალაში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და სატრანსფერო ბაზარზე სხვა მცველს ეძებენ.
აღსანიშნავია, რომ მანგალას შესაძენად “მანჩესტერ სიტიც” იბრძვის.