ფეხბურთი

17:44 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ლუის ენრიკეს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითად კანდიდატად ლუის ენრიკეს განიხილავს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

43 წლის სპეციალისტი, რომელსაც “ბარსაში” არაერთი სეზონი უთამაშია, 2008-2011 წლებში “ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი იყო, 2011-2012 წლების სეზონში იტალიურ “რომას” ხელმძღვანელობდა, ხოლო ამჟამად “სელტას” თავკაცობს.

იმ შემთხვევაში, თუ ლუის ენრიკე “ბარსელონას” გაწვრთნას დათანხმდება, კატალონიურმა კლუბმა კომპენსაციის სახით “სელტას” 3 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც 19 ივლისს, ტიტო ვილანოვამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თანამდებობა დატოვა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093618