“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობს. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთი პირველი დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა კი პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, გერმანულმა სპორტულმა გამოცემებმა უკვე დაწერეს, რომ ლევანდოვსკიმ მიუნხენის “ბაიერნთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ინფორმაცია ფეხბურთელმაც უარყო და ბავარიულმა კლუბმაც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოათრიე აგერ
ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))