ფეხბურთი

1:13 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კვლავ უდანაკარგოა

მადრიდის “რეალის” მსგავსად, საგარეო შეხვედრაში დიდი ანგარიშით იმარჯვა “ბარსელონამ”. კატალონიელებმა გასულ წელს “ლევანტე” გასვლაზე ვერ დაამარცხეს, მაგრამ წელს ყველაფერი საპირისპიროდაა შეცვლილი - “ბაყაყები” დასუსტდნენ, ხოლო კატალონიელები ძალიან გაძლიერედნენ.

ანგარიში 34-ე წუთზე ნეიმარმა გახსნა, მაგრამ მატჩის საკვანძო ეპიზოდი 42-ე წუთი იყო, როდესაც ხოსე ლუის გონსალესმა მასპინძლებს ვინტრა გაუძევა და მათ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლეო მესიმ ვერ გამოიყენა. “ბლაუგრანამ” რიცხოვრივი უპირატესობით უმალ ისარგებლა და პირველ ტაიმში მაინც მოამთავრა საქმე, გოლი რაკიტიჩის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში, კატალონიური გრანდი იმას აკეთებდა, რაც მოესურვებოდა. 57-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რამირესმა მესამედ აიღო ვალენსიელთა კარი, 64-ე წუთზე პედროს ჯერი დადგა, ხოლო სტუმართა რბევას წერტილი ლეო მესიმ დაუსვა 77-ე წუთზე - 0:5. “ბარსელონას” არცერთი ქულა არ დაუკარგავს და არც გოლი გაუშვია.

მშვენიერი "ქამბექი" შემოგვთავაზა “ვილიარეალმა”, რომელიც 30-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდა “რაიო ვალეკანოსთან”. პირველ ტაიმში ესპინოზამ ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ მუსაჩიომ გაათანაბრა, შემდეგ კი, ცვლილებაზე შემოსულმა ვიეტომ დუბლი შეასრულა და “ელ მადრიგალზე” შეკრებილი პუბლიკა გაახარა.

ანდალუსიურ დერბიში იმარჯვა “სევილიამ” და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დუბლი გაიფორმა კარლოს ბაკამ, ხოლო ერთი ბურთი მ’ბიას ანგარიშზეა.

დღის სენსაცია ესპანეთში “ანოეტაზე” დაფიქსირდა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად, “სოსიედადი” ლა ლიგის ერთერთ აუტსაიდერ “ალმერიასთან” დამარცხდა.

ტური დღეს “კოლეზეუმ ალფონსო პერესზე” დასრულდება, სადაც “ხეტაფე” “ვალენსიას” მიიღებს.

სოსიედადი – ალმერია 1:2 (0:1)


სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, გორკა, ი.მარტინესი, ზალდუა (კ.მარტინესი 71), დე ლა ბელა, ბერგარა (პარდო 68), გრანერო, კანალესი (კასტრო 60), პრიეტო, ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

ალმერია (4-2-3-1):
რუბენი, ტრახილიო, დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ვერზა, აზეზი, ჰემედი (ველეზი 81), ტეიე, ზონგო, მენდეში (ბიფუმა 76).    
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

გოლები: 0:1 დე ლა ბელა (30), 0:2 დოს სანტოსი (51), 1:2 კასტრო (85).
გაძევება: დუბარბიერი (79).
გაფრთხილებები: ბერგარა – ზონგო, დუბარბიერი, სორიანო, ტრახილიო, ტეიე, ნავარო.
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 22(6)-13(5), ჯარიმა: 19-17, კუთხური: 13-7, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-5 

ვილიარეალი – რაიო ვალეკანო 4:2 (1:2)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, მუსაჩიო, პაულისტა, მარინი, რუკავინა, სორიანო, ტრიგეირასი (დოს სანტოსი 67), ესპინოსა (ვიეტო 58), უჩე (მორენო 86), ჩერიშევი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორელი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, მორსილიო (ქუინი 66), ზე კასტრო, ტიტო, ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, ბუენო (მანუჩო 74), კაკუტა, ლიკა, ბაპტიშტაო (პოზუელო 61).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 კაკუტა (22), 0:2 ბუენო (29), 1:2 ესპინოსა (33), 2:2 მუსაჩიო (62), 3:2;4:2 ვიეტო (74;87).
გაფრთხილებები: ესპინოსა, რუკავინა – ბუენო, ინსუა
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 19(9)-10(3), ჯარიმა:11-18, კუთხური: 11-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 1-5   

კორდობა – სევილია 1:3 (0:1)

კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): კარლოსი, ლოპესი, პანტიჩი, კრესპო, გუნინო, ეკენგი (აბელი 67), როსი, გარსია, ფიდელი (ფედე ვ. 75), ფედე კარტაბია, ჰავენაარი (გილასი 59).
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი

სევილია: რიკო, კარისო, პარეხა, ტრემულინასი, კოკე (ფილგეირაში 61), იბორა (მ’ბია 69), კრიჩოვიაკი, დენის სუარესი (ბანეგა 77), ვიტოლო, ვიდალი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ბაკა (8), 0:2 მ’ბია (72), 1:2 გარსია (83), 1:3 ბაკა (88 პენ.).
გაფრთხილებები: ლოპესი, როსი, გუნინო, ჰავენაარი, ფედე კარტაბია, პანტიჩი – კოკე, ვიდალი
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 9(3)-15(8), ჯარიმა: 11-21, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-2   

ლევანტე – ბარსელონა 0:5 (0:2)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-3-3): ხესუსი, ვინტრა, როდასი, ლოპესი, ტონიო, დიოპი (სისოკო 62), სიმაო, კამარასა, მორალესი (ივანშიცი 58), კასადედუსი, ბარალი (გარსია 72).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი (ხავი 62), ინიესტა (რობერტო 71), რაკიტიჩი, ნეიმარი (რამირესი 51), პედრო, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ნეიმარი (34), 0:2 რაკიტიჩი (44), 0:3 რამირესი (57), 0:4 პედრო (64), 0:5 მესი (77).
გაძევება: ვინტრა (41).
გაფრთხილებები: მორალესი – მასკერანო, ბუსკეტსი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 24%-76%, დარტყმა: 9(2)-17(8), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-2   

შენიშვნა – 42-ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გაიტანა

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 5. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”) – 4.

ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
0.117727