“სოსიედადთან” ესპანეთის ჩემპიონატში გასამართი მატჩის წინ, “ბარსელონას” სერხიო ბუსკეტსი უბრუნდება. სამაგიეროდ, კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა კარლეს პუიოლი, რომელსაც სესკ ფაბრეგასიც შეუერთდა.
ხერარდო მარტინომ ბუსკეტსი “რაიოსთან” მატჩში დაასვენა, ხოლო “სოსიედადთან” საყრდენი ნახევარმცველი კვლავ განაცხადში მოხვდა. სან სებასტიანურ გუნდთან დასვენება სესკ ფაბრეგასს მოუწია, რომელიც 19-კაციან სიაში ვერ მოხვდა.
კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა მიმდინარე სეზონში უთამაშებელი კარლეს პუიოლი, რომელმაც გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა.
“ბარსას” “სოსიედადთან”, ტრავმების გამო, ასევე ვერ დაეხმარებიან ხორდი ალბა, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი.
“ბარსელონა” და “სოსიედადი” ერთმანეთს “კამპ ნოუზე”, 24 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.