კატალონიის „ბარსელონას“ ტრავმირებული ვარსკვლავის – ლიონელ მესის გამოჩენას ქომაგები „ელჩესთან“ მატჩში ელოდნენ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა არგენტინელს დასვენების საშუალება მისცა და განაცხადშიც კი არ შეუყვანია. მესის არყოფნაში, კატალონიელთა მთავარმეგოლედ ალექსის სანჩესი იქცა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში თავი ჰეთ–თრიქით გამოიჩინა.
მატჩის დებიუტში, ჩილელი ჟორდი ალბას ჩაწოდებულს გამოეხმაურა და მასპინძლები წინ გაიყვანა, რამდენიმე წუთში კი, პედრო როდრიგესმა სესკ ფაბრეგასს დაუფასა ეფექტური პასი და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.
63–ე წუთზე, სანჩესმა კატალონიელთა სამსვლიანი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა, რის შემდეგაც სტუმრებს უკანასკნელი იმედიც კი გადაეწურათ. „ბარსელონამ“ ეს არ იკმარა – სანჩესმა, თავისთვის უჩვეულოდ, საჯარიმო დარტყმით აიღო „ელჩეს“ კარი და ანგარიში 4:0 გახადა.
საშინაო არენაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „სევილიამაც“, რომლის მეტოქეც „ხეტაფე“ გახლდათ. ანდალუსიელებმა სტუმრებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და იოლად იმარჯვეს.
„სოსიედადმა“ „ბილბაო“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. პირველი ტაიმის მიწურულს, ანტონი გრიზმანმა საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს დაამატა და მასპინზლები წინ გაიყვანა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, ბასკების დაცვა ჩავარდა, რუბენ პარდომ კი, მეტოქე დასაჯა და ქულის გადარჩენის იმედი დაუკარგა – 2:0.
წარუმატებელი დღე ჰქონდა მეორე კატალონიურ კლუბ „ესპანიოლს“, რომელიც ოსასუნაში ადგილობრივ კლუბთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩში ერთადერთი ალვარო სეხუდოს გოლი გამოდგა – 1:0.
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 32000
სევილია – ხეტაფე 3:0 (1:0)
სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კარიზუ, კოკე, მბია (ტროხოვსკი 85), რაკიტიჩი, მაჩინი, რეიესი (მარინი 73), გამეირო (კრისტოფორო 73), ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ხეტაფე: მოია, რუანო, ესკუდერო, ლოპესი, აროიო, ბორხა, ლაფიტა, პედრო ლეონი, კასტრო (სარაბია 57), მოსკერა (ლასენი 61), კოლუნგა (მარიკა 70).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 მაჩინი (34), 2:0 ბაკა (55), 3:0 რაკიტიჩი (77)
გაფრთხილება: რაკიტიჩი (22), ნავარო (61) – აროიო (55), ლოპესი (90)
კარში დარტყმა: 20 (7) – 9 (1) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 4
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 64000
ბარსელონა – ელჩე 4:0 (2:0)
ბარსელონა: ვალდესი, მონტოია, პიკე, ბარტრა, ალბა, ჩავი (სერხი რობერტო 65), ინიესტა, სონგი, ფაბრეგასი, პედრო (ნეიმარი 81), სანჩესი (ტელიო 74).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ელჩე: ტონიო, ბოტია, ლომბანი, სეპუნარუ (მანტეკონი 80), ალბაკარი, პერესი, ნიხესი, ხილი, ჩავესი (მანუ 61), სანჩესი (მარკესი 66), ბოაკიე.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: 1:0 სანჩესი (7), 2:0 პედრო (16), 3:0 სანჩესი (63), 4:0 სანჩესი (69)
გაფრთხილება: ალბა (73), ფაბრეგასი (73) – ბოტია (68), პერესი (86)
კარში დარტყმა: 13 (6) – 3 (0) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 1 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 0 – 2
პამპლონა. „ელ სადარი“. 12000
ოსასუნა – ესპანიოლი 1:0 (1:0)
ოსასუნა: ფერნანდესი, ლოლო, ლოტიესი, ბერტრანი, ორიოლი, არიბასი, პუნიალი, დე ლას კუევასი (ტორესი 69), არმენტეროსი (სანხურხო 89), სეხუდო (სილვა 79), რიერა.
მწვრთნელი: ხავი გარსია
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, ლოპესი, სიმაუ (პიცი 62), გონსალესი (ფერნანდესი 74), ლოპესი, გარსია, სტუანი, კორდობა.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 სეხუდო (33)
გაფრთხილება: არმენტეროსი (41), პუნიალი (60), ფერნანდესი (88) – ლოპესი (35), კორდობა (37), სიმაუ (61), ლოპესი (64), სტუანი (90), გარსია (90), პიცი (90)
კარში დარტყმა: 11 (4) – 13 (3) ჯარიმა: 9 - 15 კუთხური: 1 - 10 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 3 – 3
სან სებასტიანი. „ანოეტა“.
სოსიედადი – ბილბაო 2:0 (1:0)
სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, კ.მარტინესი, ანხელი, ი.მარტინესი, პრიეტო, ბერგარა, პარდო, გრიზმანი (ჩორი კასტრო 79), აგირეჩე (ელუსტონდო 69), ველა (სეფეროვიჩი 86).
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
ბილბაო: ირაისოსი, ბელანსიაგა (ირაოლა 60), ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა (ტოკერო 81), იტურასპე, რიკო (გომესი 74), ერერა, დე მარკოსი, ადურისი, მუნიაინი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: 1:0 გრიზმანი (43), 2:0 პარდო (90)
გაფრთხილება: ბერგარა (33), ელუსტონდო (85) – ბალენსიაგა (30), რიკო (67), გურპეგი (90)
კარში დარტყმა: 8 (4) – 12 (3) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 3 – 2