ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლონდონის “ჩელსიდან” მადრიდის “ატლეტიკოში” იჯარით მოთამაშე ტიბო კურტუა იქნება. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, “ბარსას” ხელმძღვანელობამ “არისტოკრატებთან” მოლაპარაკება უკვე დაიწყო. კურტუას “ატლეტიკოსთან” საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება და კატალონიელებს სურთ, რომ ბელგიელი კიპერის ტრანსფერი სეზონის დასრულებამდე გაჩარხონ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული “გლადბახის” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახლდათ.