ფეხბურთი

10:32 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კუადრადოსთვის 35 მილიონს გადადებს

 

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ხელში ჩასაგდებად კვლავ აქტიურად მუშაობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport-ის ცნობით, კატალონური კლუბი ფლორენციის “ფიორენტინას” კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს.

შემადგენლობის კუდრადოთი გაძლიერება “ბარსელონას” ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს პირადად სურს და მის ადგილს დანი ალვეშის პოზიციაზე ხედავს. ამ უკანასკნელს კი სავარაუდოდ შეელევა.

ესპანურ-იტალიური მოლაპარაკების დაწყების შესახებ ჯერ ოფიციალურად არავინ საუბრობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ “ფიორენტინა” ხუან კუადრადოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211