კატალონიური “ბარსელონას” წარმომადგენლები იტალიური “ფიორენტინას” ხელმძღვანელობასთან კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებენ.
კატალონიური გაზეთი შპორტ-ის ცნობით, ესპანელები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
კუადრადო “ფიორენტინაში” მეორე სეზონს ატარებს და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 7-ჯერ კი, საგოლე გადაცემა გააკეთა.