კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” მცველის – ლორან კოსელნის შეძენას ეცდება. Sport.es-ის ცნობით, კატალონიელები მცველის ძიებას აგრძელებენ და სადღეისოდ, ფრანგის კანდიდატურაზე ფიქრობენ.
მოგეხსენებათ, “ბარსელონას” სატრანსფერო სიაში ტიაგო სილვა, ვენსან კომპანი, დავიდ ლუისი და ჟერემი მატიეც არიან, მაგრამ კატალონიელებმა, ჯერჯერობით, ვერცერთი მათგანი შეიძინეს. საგულისხმოა, რომ კოსელნი სხვებთან შედარებით არცთუ ძვირი – 15 მილიონი ევრო ღირს, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
თავის მხრივ, “არსენალში” გატარებული 3-წლიანი პერიოდის შემდეგ, კოსელნიც არაა კლუბის შეცვლის წინააღმდეგი.