ფეხბურთი

21:35 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კოკეს ტრანსფერში ტელიოს ჩართავს

კატალონიის “ბარსელონას” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის კოკეს გადაბირება იმდენად სურს, რომ მზადაა, ტრანსფერში თავდამსხმელი კრისტიან ტელიოც ჩართოს.

კატალონიელებს კოკეს შეძენა უკვე დიდი ხანია უნდათ. ესპანელით არაერთი გრანდია დაინტერესებული და შესაბამისად, მადრიდელებმაც ფასი აუწიეს – “ატლეტიკო” კოკეს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

რამდენადაც ცნობილია, “ატლეტიკოს” თავკაც დიეგო სიმეონეს ტელიოს თამაში მოსწონს და არაა გამორიცხული, მის ხელში ჩასაგდებად კოკეს შეელიოს. თანაც, “ბარსელონა” ტელიოს სოლიდურ თანხასაც დაამატებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125973