კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის – კოკეს შეძენას აღარ ეცდება. ამის შესახებ კატალონიური მედია იუწყება.
“ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კოკეს შეძენით დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ სადღეისოდ, კლუბებს შორის კონტაქტი აღარაა. მადრიდელებმა ესპანელში 60 მილიონი ევრო მოითხოვეს, კატალონიელებმა კი, ამ თანხის გადახდა იუარეს.
მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ბარსელონა” მცველისა და თავდამსხმელის შეძენას ეცდება.