ფეხბურთი

10:13 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კიდევ 100 მილიონს დახარჯავს

კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კიდევ იაქტიურებს. კატალონიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაც ლუის ენრიკეს დამატებით 100 მილიონი ევრო გამოუყო.

კატალონიელთა მთავარი საზრუნავი დაცვის ხაზის გაძლიერება. 100 მილიონ ევროდ, “ბარსელონა” მარკინიოსის, ჟერემი მატიესა და ხუან კუადრადოს ტრანსფერების გაჩარხვას ეცდება.

“პარი სენ-ჟერმენი” მარკინიოსს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ამდენივეს ითხოვს ფლორენციის “ფიორენტინა” კვადრადოს სანაცვლოდ. რაც შეეხება მატიეს, “ვალენსიას” მცველის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს მიღება სურს.

 

0.11119