ფეხბურთი

17:23 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “კამპ ნოუზე” დარჩება

“ბარსელონა” ახალ სტადიონს არ ააშენებს. გადაწყდა, რომ კატალონიური გუნდი ამჟამინდელ არენას, “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. მართალია, ამ საკითხზე რეფერენდუმი ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის წევრების დაახლოებით 90% ხმას “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას უჭერს.

“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სტადიონის რეკონსტრუქცია 2017 წლის მაისში დაიწყება და 2021 წლის თებერვალში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, “კამპ ნოუს” ტევადობა 105 ათასამდე გაიზრდება.

საფეხბურთო სტადიონის განახლებასთან ერთად საკალათბურთო გუნდისთვის ახალი არენის აგებაც იგეგმება. ორივე ეს პროექტი 600 მილიონი ევრო დაჯდება.

 

0.115434