ფეხბურთი

15:18 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ჟორდი ალბას გაძევებას გაასაჩივრებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ვალენსიასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:3) გაძევებული ჟორდი ალბას საკითხის გასაჩივრებას გეგმავს. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ მარცხენაფლანგელისთვის მიცემული წითელი ბარათი დაუმსახურებელი იყო.

ჟორდი ალბამ “ღამურებთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი 77-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. თუკი კატალონიელთა სარჩელი არ დაკმაყოფილდება, მცველს სულ ცოტა, ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოეს ტურში, “ბარსელონას” მეტოქე “სევილია” იქნება.

 

თეგებიჟორდი ალბა
0.115621