ფეხბურთი

16:57 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ინიესტას წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს

კატალონიური “ბარსელონა” ნახევარმცველ ანდრე ინიესტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას განაგრძობს.

Marca-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა 29 წლის ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 12 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ეს ყველაფერი არაა. ესპანური პრესის ცნობით, სხვადასხვა პრემიალურების გათვალისწინებით, თანხა შესაძლოა 15-16 მილიონამდე გაიზარდოს. თუ შეთანხმება შედგა, ინიესტა ანაზღაურების მხრივ “ბარსელონაში” მეორე ფეხბურთელი იქნება (ლიონელ მესის შემდეგ).

ანდრეს მოქმედი კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება და კატალონიელებს მისი 2018 წლამდე გახანგრძლივება სურთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110427