ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, შესაძლოა, "ბარსელონას" ახალი შენაძენი გახდეს.
როგორც ცნობილი ხდება, კატალონიელებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და უახლოეს კვირებში ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.
აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა უარყო: "ჟურნალისტებმა გამოიგონეს ეს ამბავი და იგუაინის შესაძლო ტრანსფერი "ბარსელონაში" ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.”
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი "ნაპოლში" "რეალიდან" გასული სეზონის დასაწყისამდე 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პირველივე სეზონში იგუაინმა 46 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლთან ერთად 12 შედეგიან გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე