ფეხბურთი

12:28 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” იანვარში გაძლიერებას არ აპირებს

 

კატალონიური “ბარსელონა” იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს.

Sport.es-ის ცნობით, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ზამთარში დაცვის ცენტრის გაძლიერებას ეცდებოდა და ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად “ლივერპულის” მცველი დანიელ აგერი სახელდებოდა.

0.114156