კატალონიური “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.
მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო კარლეს პუიოლისა და ჟერარ პიკეს თამაშით უკმაყოფილოა და უმოკლეს პერიოდში ახალი მცველის შეძენას აპირებს.
Punto Pelota-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ინგლისის “ლივერპულის” მცველ დანიელ აგერს აკვირდება, რომელიც არცთუ ხშირად ხვდება მერსისაიდული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.
მის გარდა განიხილება სანტიაგო ვერგინის კანდიდატურაც, რომელიც მარტინის ყოფილ კლუბ “ნიუელს ოლდ ბოიზში” თამაშობს. კატალონიელები “დორტმუნდის” მცველ მატს ჰუმელსზეც ფიქრობენ, რომელიც ამ დროისთვის ტრავმირებულია და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ იანვარში მოახერხებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/mtavari/video.html?view=video&video=3279')>0?'http://sportall.ambebi.ge/mtavari/video.html?view=video&video=3279':'http://sportall.ambebi.ge/mtavari/video.html?view=video&video=3279'))

აი ამას აცილება არ უნდა?
ვერმაელენი დახატავს ბარსას. ისეთი სტილის მცველია ბარსას რომ შეეფერება, თან არსენალის სასტავიდანაც ამოვარდა...
ზუსტად ! )
და თან არსენალის კაპიტანია
)
აუ ხო
თან კაპიტანია და კაპიტანი როგორც წესი იყიდება ერთ წელიწადში :დ
რაო ტატა ბარტრა არ გაკმაყოფილებს?
ხო დაიტრიალეს ამ აგერზე,ახალგაზრდა მოიყვანეთ ცოტა...ჰუმელსი,ინიგო,ვერგინი თუნდაც...ეს ხო 2 სეზონში მოჯდება