კატალონიის “ბარსელონა” “დორტმუნდის” მცველის – მატს ჰუმელსის შეძენასთან ძალზე ახლოსაა. მადრიდული მედიასაშუალებების ინფორმაციით, კატალონიელები გერმანელს ზაფხულის სატრანსფერო სეზონის სტარტზევე გაიფორმებენ.
როგორც ირკვევა, “ბარსელონამ” თავად ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ჰუმელსი “კამპ ნოუზე” გადასვლას დათანხმდა, ახლა კი, მთავარი კლუბებს შორის ფინანსურ მხარეზე მორიგებაა.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ “ბარსელონას” ტრანსფერებთან დაკავშირებული სანქცია შეუჩერა და ფეხბურთელების შეძენის უფლება მისცა.