ფეხბურთი

5:56 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ გოლს დასჯერდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–2 ტურში, კატალონიის „ბარსელონამ“ „მალაგა“ მისსავე კედლებში დაამარცხა და მორიგი 3 ქულა „ჩაიჯიბა“. ხერარდო მარტინოს გუნდმა თავიდანვე ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

ანგარიში კი, 44–ე წუთზე გაიხსნა – კატალონიელთა უნივერსალმა ადრიანო კორეიამ ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე გაისწორა და ძლიერად დაჰკრა. სხვათა შორის, ბრაზილიელს მსგავსი გოლები ადრეც არაერთხელ გაუტანია და ყოფილა ისეც, რომ „ბარსას“ მისი წყალობით მოეგოს. ასეთი მატჩების სიაში დღევანდელი მატჩიც ჩაეწერა. მე–2 ტაიმში ორივე გუნდმა შექმნა საგოლე მომენტები, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

ვალენსიაში, „ლევანტე“ და „სევილია“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ვერცერთმა გამოიყენა – 0:0.

ამ მატჩისგან განსხვავებით, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რაიო ვალიეკანოს“ დაპირისპირება ერთობ შედეგიანი გამოვიდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გოლები მხოლოდ ერთ გუნდს – „ატლეტიკოს“ გაჰქონდა. დიეგო სიმეონეს დამოძღვრილებმა მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული 3 ქულა მიითვალეს.

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 28513 მაყურებელი

მალაგა – ბარსელონა 0:1 (0:1)

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში, დარდერი, კამაჩო (მორალესი 77), ტისონე, პავლოვსკი (ელიზეუ 63), სანტა კრუსი, ოლინგა (ფერნანდესი 77).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

ბარსელონა: ვალდესი, ადრიანო (ალვესი 46), პიკე, ალბა, მასკერანო, სონგი, ჩავი, ინიესტა (სერხი რობერტო 83), ფაბრეგასი, სანჩესი, პედრო (ნეიმარი 63).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 0:1 ადრიანო (44)

გაფრთხილებები: ხამესი (57), სანჩესი (61), დარდერი (72) – სანჩესი (62), ალვესი (84)

კარში დარტყმა: 9 (3) – 15 (11) ჯარიმა: 14 - 12 კუთხური: 2 - 11 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 26% - 74% სეივი: 10 – 3

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 42000

ატლტიკო – რაიო 5:0 (3:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, მენდეში, გაბი (კოკე 60), გარსია, თურანი (ბაპტისტაუ 69), ვილია, კოსტა (ადრიანი 66).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რაიო: კობენიო, ტიტო, გალეანო, ნაჩო, ხალვესი (არბილია 34), ტრასორასი, საული, ლარივეი, ბუენო (ბაენა 49), პერეა (კუევასი 63), ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 გარსია (17), 2:0 კოსტა (21), 3:0 თურანი (35), 4:0 ტიაგუ (53), 5:0 გარსია (90)

გაფრთხილებ: ნაჩო (71)

კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 12600

ლევანტე – სევილია 0:0

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, ელ–ადუა, პინტუ, კსუმეტრა (სიმანი 73), რიოსი (ივანშიცი 60), გარსია (სალგეირო 90), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

სევილია:  ბეტუ, ნავარო, ფასიო, კოკე, რუისი, რაკიტიჩი, მარინი, იბორა (კონდოგბია 46), პეროტი (რაბელიო 69), მაჩინი, გამეირო (ბაკა 83).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გაფრთხილებები: ნავარო (35), ლოპესი (37), ბარალი (39) – იბორა (38), კოკე (44), რაკიტიჩი (69), კონდოგბია (73), ფასიო (79)

კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 30000

ბეტისი –სელტა 1:2 (0:0)

ბეტისი: სარა, პერკისი (ამაია 30), ნაჩო, ჩიკა, პაულანი, ვერდუ, მატილია, იგებორი, მაბვატი, კარლოსი (კასტრო 69), მოლინა (ჩული 60).

მწვრთნელი: პეპე მელი

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, კრონ–დელი (რაფინია 63), იუბინია, ფერნანდესი (კოსტასი 78), ლოპესი (მადინდა 83), ტონი, ნოლიტო, შარლესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 შარლესი (69), 0:2 ნოლიტო (74), 1:2 კასტრო (90)

გაფრთხილებები: მაბვატი (37) – კრონ–დელი (39), მალიო (52), ოუბინია (62), რაფინია (82)

გაძევება: ოუბინია (86)

კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

0.115126